ისტორია

 სიტყვა ბასტი ბუბუ ქართულია და ნიშნავს ჟრიამულს, ბავშვების მიერ გამოწვეულ აურზაურს.ეს სიტყვა გვხვდება სულხან-საბას ლექსიონშიც.

• 1992 წლის 10 მაისი ბასტი ბუბუს დაბადების დღეა. ამ დღეს პირველი არხის ეთერში პირველად გავიდა ფერადი, მუსიკალური, ნახევარსაათიანი ყოველთვიური საბავშვო გადაცემა “ბასტი ბუბუ”.
 
• 1993 წელს ამჟამინდელ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში გაიხსნა სტუდია "ბასტი ბუბუ", რომელიც გადაცემისათვის ამზადებდა ბავშვებს ცეკვასა და სიმღერაში.
 
• 1994 წელს სტუდიამ "ბასტი ბუბუ" დაიწყო საკონცერტო პროგრამების მომზადება. "ბასტი ბუბუ"-ს ორიგინალური პროგრამები დღემდე ანშლაგებით მიმდინარეობს.
 
• 1995  წელს სტუდიამ "ბასტი ბუბუ" დაიწყო გასვლითი კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ყველა ბავშვს, რომელიც ოცნებობდა მოხვედრილიყო "ბასტი ბუბუ"-ს ჯადოსნურ სამყაროში, ოცნება აუსრულა.
 
• 1996 წელს ბასტი ბუბუმ შეცვალა სატელევიზიო ფორმატი და გააკეთა ძილისპირულის ტიპის ყოველდღიური საღამოს პროგრამა მულტი-პულტი. ამავე წელს, დილის პროგრამა `"ალიონ"-ში მზადდებოდა საბავშვო აერობიკის 5 წუთიანი გამოშვებები, რომელმაც მალე დამოუკიდებელი ფორმა მიიღო და დაერქვა “მაღვიძარა".
 
• 1997 წელს დილისა და საღამოს ყოველდღიურ პროგრამას დაემატა ახალი სატელევიზიო ფორმატი შემეცნებით მუსიკალური თამაში “ციმციმებენ ვარსკვლავები”.
 
• 1998 წელს "ბასტი ბუბუ"-ს ემატება ახალი გმირები: დიჯეი გოგა, ექიმი არდი, ბიზნესმენი შანსო, მზარეული კოკო, ხელოვნებათმცოდნე მელპომენე და სატელევიზიო შემეცნებითი მუსიკალური პროგრამა "ქინდერლანდია".
 
• 1999 წელს ვაკის პარკში გაიხსნა დაბადების დღის ცენტრი "ბასტი ბუბუ". ეს იყო პირველი ასეთი ტიპის ორგანიზაცია საქართველოში და ის არც ახლა კარგავს პირველობას.
 
• 2000 წლიდან გაყიდვაშია ბასტი-ბუბუს ვიდეო და აუდიო პროდუქცია.
 
• 2001 წელს საზოგადოებრივ არხზე გადის ყოველდღიური ძილისპირული "ბაბილინა".
 
• 2002 წელს ბაბილინას საზაფხულო და საახალწლო შოუ პროგრამა გაკეთდა.
 
• 2003 წელს ტელეკომპანია მზეზე გადის მხიარული მუსიკალური შოუ "ბასტი-ბუბუ შოუ".
 
• 2004 წელს მუშაობას იწყებს "ბასტიბუბუ:-ს კლიპ-სახელოსნო, რომელიც ამზადებს დისკებს.
 
• 2005 წელს გაკეთდა მიუზიკლი "თოვლის დედოფალი".
 
• 2006 წელს გაკეთდა პირველი საბავშვო ინტერენეტ-თამაშები.
 
• 2007 წელს პირველი არხის დილის პროგრამას შეემატა ახალი გმირები – მწვანე კაკტუსი, ფუსფუსა – ხელსაქმის ოსტატი, განსხვავებული ფორმატით – დიჯეი გოგა და ბასტი და ბუბუ.
 
• 2008 წელს ეთერში გადის სიზმარვიზია, ბასტიბუბუ სტუდია და ბაბილინას საკვირაო სკოლა.
 
• 2009 წელს განახლდა "ბასტი ბუბს"-ს ინტერნეტ საიტი.
 
• 2010 – „ბასტი–ბუბუმ“ მოაწყო საახალწლო ტურნე  და გამართა კონცერტები საქართველოს 5 ქალაქში.
 
• 2010  –  „ბასტი–ბუბუს“ ბავშვებმა იმოგზაურეს პარიზის „დისნეილენდში“, რის შესახებაც დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული.
 
• 2010 – თანამშრომლობა დავიწყეთ ტელეკომპანია „იმედთან“, რომლის ეთერშიც პირველად გავიდა გადაცემა „თავდაყირა“.
 
• 2011 – ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის გადაცემა „ბასტი–ბუბუ“.
 
• 2012 – კონცერტი „ბასტი–ბუბუ და ვარსკვლავები 2“, სადაც „ბასტი–ბუბუს“ ბავშვები ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად ასრულებდნენ სიმღერებს.
 
• 2013 – მუსიკალური სპექტაკლი „ბურატინო“.
 
• 2014 – მაუწყებლობა დაიწყო „ბასტი–ბუბუს“ ტელევიზიამ. ( BBB – „ჩვენი შვილების ტელევიზია“. )

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი