ბასტიბუბუს მისია

სიტყვა ბასტი ბუბუ ქართულია და ნიშნავს ჟრიამულს, ბავშვების მიერ გამოწვეულ აურზაურს. ეს სიტყვა მშვიდად ცხოვრობდა სულხან საბას ლექსიკონში და მხოლოდ ზოგიერთ ძველ ქალაქურ ოჯახებში თუ წამოიძახებდნენ ბავშვების ხმაურზე - ეს რა ბასტიბუბუ გაგიმართავთო.
1992 წელის 10 მაისს საქართველოს ერთადერთი ტელევიზიის პირველ არხზე, პარასკევ დღეს, საღამოს 7 საათზე ეთერში გავიდა ფერადი, მუსიკალური საბავშვო გადაცემა სახელწოდებით ბასტი ბუბუ. მალევე ჩამოყალიბდა ფირმა ბასტიბუბუ, რომლის  დამფუძნებლებიც არიან თამარ სხვიტარიძე, მაკა აროშიძე, ხათუნა წულაია და ნინო გოგაძე. მალევე ჩამოყალიბდა, სტუდია ბასტი ბუბუ და საკონცერტო შოუ პროგრამები. ბასტი ბუბუ გახდა ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც 22 წელია თავის მისიად თვლის სატელევიზიაო გადაცემების და საკონცერტო პროგრამების მეშვეობით განავითაროს ბავშვები. შექმნას ქართული თანამედროვე რეპერტუარი, შემეცნებითი პროგრამები, აღმზრდელობითი დაწესებულებები, გასართობი ცენტრები და დაეხმაროს მშობლებს ბავშვების აღზრდაში.  ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი ეს არის ბასტიბუბუს მისია.

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი