ზურა კუპრაძე – ფოტოგრაფი

 

 

ზურა „ბასტი–ბუბუს“ ფოტოგრაფია2001 წლიდან. იგი ბავშვებისთვის ფოტოებს იღებს გადაცემების გადაღების პროცესში, ასევე მუშაობს საიმიჯო ფოტოებზე და აწყობს საბავშვო ფოტო სესიებს.

ზურა კუპრაძე 1976 წლის 29 მარტს დაიბადა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი, კომპიუტერული გრაფიკისათვისების შემდეგ კი მუშაობა ფოტოგრაფიის განხრით განაგრძო.

ზურა: „ბასტი–ბუბუ“ ჩემთვის პირველ რიგში ერთი დიდი „გემრიელი“ ოჯახია, მეგობრული, მოსიყვარულე და ძალიან კარგი.“

 

ანა კლდიაშვილი – მსახიობი, არტ ჯფუფის წევრი

 

ანა კლდიაშვილი „ბასტი–ბუბუს“ გუნდის ერთ–ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია. იგი თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ბასტის (თოჯინის) გამხმოვანებელი გახდა და სწორედ მისი ხმით გაიცნო ყველამ „ბასტი–ბუბუს“  ცნობილი გმირი. ეს 23 წლის წინ იყო, ამჟამად კი ანა არტ ჯგუფში მუშაობს.

ანა: „ბასტი–ბუბუ“ არის ჩემი სულის ნაწილი. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ხანდახან ისე მენატრება ბასტის როლის შესრულება, მიხარია , როდესაც კონცერტების დროს ხანდახან მაინც მიწევს გავხდე ისევ ის ბასტი.“

ანა ინაშვილი – არტ ჯგუფის წევრი

 

ანა 1984 წლის 6 თებერვალს დაიბადა. იგი ყოფილი ბალერინაა, დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 2012 წლიდან კი „ბასტი–ბუბუს“ არტ ჯგუფის წევრია და დეკორაციის დიზაინსა და ბავშვების სასცენო იმიჯზე ზრუნავს.

ანა: „ბასტი–ბუბუ“ ჩემთვის არის სახლი, სადაც მისვლა ყოველთვის მიხარია. როდესაც ვიღვიძებ და იმ დღეს სამსახურში წასასვლელი არ ვარ, თავს ცუდად ვგრძნობ. ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შეხება ბავშვებთან გაქვს. ბავშვობაში სულ მინდოდა „ბასტი–ბუბუელი“ ვყოფილიყავი და ეს სურვილი დიდობაში ამიხდა.“

ვიოლეტა ხუციშვილი – მკერავი

 

ვიოლეტა „ბასტი–ბუბუს“ არტ ჯგუფის წევრია 2004 წლიდან. იგი ბავშვებს კონცერტებისა და გადაღებებისთვის კოსტიუმებს უკერავს. ვიოლეტა ხუციშვილი 1960 წლის 17 მარტს დაიბადა, დაამთავრა ხელოვნების უნივერსიტეტი და მთელი ცხოვრება კერვით არის დაკავებული.

ვიოლეტა: „ჩემს საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ, შემიძლია ბავშვებისთვის დღე და ღამე ვიმუშაო იმხელა სიყვარულს ვიღებ მათგან.“

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი