პაატა ამონაშვილი – „ბასტი–ბუბუს“ გენერალური დირექტორი

 

 

 

პაატა ამონაშვილი 1964 წლის 20 თებერვალს დაიბადა. იგი პროფესიით ფსიქოლოგი და სოციოლოგია და დაარსების დღიდან „ბასტი–ბუბუს“ გვერდით დგას. პაატა ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტია, გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის „სხივთა კონა“  და პირველი საბავშვო რომანი „სიზმარვიზია“. ამბობს, რომ მისთვის „ბასტი–ბუბუ“ ოჯახური ცხოვრების გაგრძელებაა. 

 

გიორგი ქოროღლიშვილი – „ბასტი–ბუბუს“ კომერციული დირექტორი

 

 

 

 

გიორგი „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრი 2015 წელს გახდა, როდესაც კომერციული დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა.  იგი 1979 წლის 10 აპრილს დაიბადა, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მას შემდეგ წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ბიზნესისა და გაყიდვების სფეროში. თავისუფალ დროს გიორგი გატაცებულია მუსიკით, ლიტერატურით, ცურვითა და ფეხბურთით, ასევე უყვარს თევზაობა და ავტომობილები.

თამუნა ახვლედიანი – „ბასტი–ბუბუს“ სტუდიის დირექტორი

 

 

 

თამუნა პროფესიით ფსიქოლოგია, ალბათ ამიტომაც არ უჭირს ბავშვებთან ურთიერთობა და „ბასტი–ბუბუს“ სტუდიას უკვე 15 წელია დიდი ენერგიითა და სიხარულით მართავს. სტუდიაში მუდმივად სიახლეებია, თაობა თაობას ცვლის, რაც ბავშვებთან ურთიერთობის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

თამუნა: „მეც ფაქტიურად აქ გავიზარდე, შევიძინე გამოცდილება და მეგობრები. ვისურვებდი ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი, ლაღი, თავისუფალი და ჰქონდეს წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო გარემო.

თამრიკო თოდუა – სასწავლო პროგრამების მენეჯერი

 

 

თამრიკო წლებია „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრია. მან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ–საგანმანათლებლო ფაკულტეტი დაამთავრა და დღემდე სტუდიის სასწავლო პროგრამებს კურირებს. თამრიკოს ჰობი აქტიური სპორტული დასვენება, ცურვა და მაგიდის ჩოგბურთია. ასევე უყვარს ყვავილებისა და თევზების მოვლა.

თამრიკო: „ 22 წელია ერთად მოვდივართ. ერთად გადაგვილახავს წინააღმდეგობები და გვქონია საერთო წარმატებები. მთელი კოლექტივი ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, „ბასტი–ბუბუ“ კი კარუსელია, რომელსაც ატრიალებს ნიჭიერებისა და პროფესიონალიზმის ჯადოსნური ძალა. ჩვენ გვინდა ჩვენმა ბავშვებმა თავი ზღაპრულ სამყაროში იგრძნონ.“

ქეთი მეგრელიშვილი – ოფისმენეჯერი

 

 

 

 

ქეთი პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა, „ბასტი–ბუბუში“ კი ოფისმენეჯერად მუშაობს. იგი მხიარული და კომუნიკაბელურია, ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის ძალიან საინტერესოა.

ქეთი: „ბასტი–ბუბუში“ თავს ჯადოსნურად ვგრძნობ. მინდა ყველა ბავშვს ძლიერ და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო.“

ნინო ამონაშვილი – „ბასტი–ბუბუს“ გენერალური მენეჯერი, „ბასტი–ბუბუს“ მაღაზიის დამფუძნებელი

 

 

 

ნინო პროფესიით სოციოლოგია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალური მეცნიერებების განხრით, შემდეგ კი სწავლა ინდინასა და ლუნდის უნივერსიტეტებში განაგრძო. ნინო ყოფილი „ბასტი–ბუბუელია“, 2013 წლიდან კი „ბასტი–ბუბუს“ გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებს. ნინომ 2015 წელს მაღაზია დააარსა, სადაც „ბასტი–ბუბუს“ ბრენდირებული პროდუქციაც იყიდება. ამბობს, რომ „ბასტი–ბუბუ“ მისთვის სახლია.

 

ლია სხვიტარიძე – მოლარე

 

 

 

ლია სხვიტარიძე 1965 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. იგი კავშირგაბმულობის სპეციალისტია და უკვე 13 წელია“ბასტი–ბუბუში“ მუშაობს. ლია: „ბასტი–ბუბუ“ ჩვემთვის ოჯახია, სადაც სახლზე მეტ დროს ვატარებ. იგი ჩემი ცხოვრების დიდი სტიმულია.“

 

გიორგი ანანიაშვილი - აიტი მენეჯერი

 

 

გიორგი 1985 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა. დაამთავრა კავშირგაბმულობის ფაკულტეტი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრია 2010 წლიდან.  ამბობს, რომ "ბასტი–ბუბუში" ბევრ მისთვის საინტერესო პროექტზე მოუწია მუშაობა და საკმაოდ დიდი პროფესიული გამოცდილება მიიღო. იგი თავიდანვე ძალიან თბილად მიიღეს  და „ბასტი-ბუბუ“ მისთვის მეორე სახლი გახდა.

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი