თამუნა წივწივაძე - მუსიკალური მენეჯერი

 

 

 

თამუნა „ბასტი-ბუბუს“ მუსიკალური გუნდის წევრი 2014 წლიდან არის. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მუშაობდა „ბასტი-ბუბუს“ დაბადების დღის ცენტრში, დღეს კი იგი სტუდიაში მუსიკალური მენეჯერის სტატუსით მუშაობს.

„ბასტი-ბუბუ“ ჩემთვის არის ზეიმი, სიხარული და ბედნიერება. აქ მუშაობაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე რომ მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია, რომ „ბასტი-ბუბუს“ წყალობით მეც მაქვს საშუალება გავულამაზო პატარებს ბავშვობა.“

ნინო წითლაური - „ბასტი-ბუბუს“ ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი

ნინო ჯერ კიდევ ვანოს სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, როდესაც ხმის რეჟისურამ გაიტაცა და სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ამ პროფესიით  მუშაობს. თანამშრომლობს სხვადასხვა ხმის ჩამწერ სტუდიებთან. მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე, კონცერტებზე, მიუზიკლებზე, ასევე რამდენიმე საქველმოქმედო ტელე-მარათონზეც. ნინოს ძალიან უყვარს ჯაზი, 2005 წელს მეგობრებთან ერთად გააკეთა ჯაზ კლუბი „ნონ-სტოპი“. იგი ასევე „თინ ქლაბის“ დამფუძნებელიცაა. ნინო „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრი ჯერ კიდევ 2000 წელს გახდა და მუშაობა ხმის რეჟისორად დაიწყო, დღეს კი იგი „ბასტი-ბუბუს“ ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელია.

ამირან დიასამიძე – ხმის რეჟისორი/არანჟირებების ავტორი

 

 

 

ამირანი „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრია 2008 წლიდან. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, მუშაობდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწოფო თეატრში გუნდის მსახიობად, მღეროდა აჭარის სახელმწიფო „კაპელაში“. ასევე თანამშრომლობდა ხმის ჩამწერ სტუდიებთან, „ორფეოსთან“ და „უნივერსალთან“. უყვარს ბუნებაში ხეტიალი, მოგზაურობა და ბავშვები.

 

გოჩა მეღვინიშვილი – ხმის რეჟისორი

 

 

გოჩა 1981 წლის 26 დეკემბერს დაიბადა და 17 წლის ასაკიდან უკვე მუშაობდა ხმის ჩამწერ სტუდიებში, „ორფეოსსა“ და „უნივერსალში“. 2014 წლიდან იგი „ბასტი–ბუბუს“ მუსიკალური გუნდის წევრია.

გოჩა: “ბასტი-ბუბუჩემთვისარისოჯახი, რომელმაცმიმიღოდამომცაბავშვებთანმუშაობისსაშუალება. ვთვლირომპატარაადამიანებთანმუშაობაძალიანხალისიან-საინტერესოა. მეგობრულმაგარემომდალამაზისაქმისკეთებამდამარწმუნა, რომჩემიაქმუშაობასწორიგადაწყვეტილება იყო.“

ნათია დეკანოსიძე – ვოკალის პედაგოგი

 

 

ნათია 18 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი 1982 წლის 22 ივლისს დაიბადა, დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“ საფორტეპიანო განხრით, შემდეგ კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი. ნათიამ სწავლა პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო, თბილისში დაბრუნებული კი 3 წლის წინ „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრი გახდა. იგი პარალელურად რამდენიმე ადგილას მუშაობს, მათ შორის კონსერვატორიაშიც, თუმცა პატარებთან შეხება მხოლოდ „ბასტი–ბუბუ“–ში უწევს. იგი ჩვენი სტუდიის ბავშვებს სატელევიზიო გადაღებებისთვს ამზადებს. ნათია : ბავშვები მართლა ძალიან მიყვარს. დიდი სიამოვნებაა, როდესაც ბავშვი მუსიკით ინტერესდება, გემოვნება უყალიბდება და შენ ამის თანამონაწილე ხარ.“

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი