ნინო წითლაური - „ბასტი-ბუბუს“ ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი

ნინო ჯერ კიდევ ვანოს სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიაში მუსიკის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, როდესაც ხმის რეჟისურამ გაიტაცა და სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ამ პროფესიით  მუშაობს. თანამშრომლობს სხვადასხვა ხმის ჩამწერ სტუდიებთან. მუშაობდა სატელევიზიო გადაცემებზე, კონცერტებზე, მიუზიკლებზე, ასევე რამდენიმე საქველმოქმედო ტელე-მარათონზეც. ნინოს ძალიან უყვარს ჯაზი, 2005 წელს მეგობრებთან ერთად გააკეთა ჯაზ კლუბი „ნონ-სტოპი“. იგი ასევე „თინ ქლაბის“ დამფუძნებელიცაა. ნინო „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრი ჯერ კიდევ 2000 წელს გახდა და მუშაობა ხმის რეჟისორად დაიწყო, დღეს კი იგი „ბასტი-ბუბუს“ ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელია.

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი