ნათია დეკანოსიძე – ვოკალის პედაგოგი

 

 

ნათია 18 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი 1982 წლის 22 ივლისს დაიბადა, დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“ საფორტეპიანო განხრით, შემდეგ კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი. ნათიამ სწავლა პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო, თბილისში დაბრუნებული კი 3 წლის წინ „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრი გახდა. იგი პარალელურად რამდენიმე ადგილას მუშაობს, მათ შორის კონსერვატორიაშიც, თუმცა პატარებთან შეხება მხოლოდ „ბასტი–ბუბუ“–ში უწევს. იგი ჩვენი სტუდიის ბავშვებს სატელევიზიო გადაღებებისთვს ამზადებს. ნათია : ბავშვები მართლა ძალიან მიყვარს. დიდი სიამოვნებაა, როდესაც ბავშვი მუსიკით ინტერესდება, გემოვნება უყალიბდება და შენ ამის თანამონაწილე ხარ.“

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი