ნატო სულხანიშვილი (ბაბილინა) – დაწყებითი ჯგუფების პედაგოგი

ნატომ პედაგოგიური მოღვაწეობა 16 წლის ასაკიდან დაიწყო. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია (საორკესტრო ფაკულტეტი, დასარტყამი საკრავები), უკრავდა სტუდენტურ და სახელმწიფო ორკესტრებში, ჯაზ–კვარტეტში... მუშაობდა „ზღაპრისა“ და „ჩრდილების“ თეატრებში, ასწავლიდა მუსიკალურ სკოლებში, კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში და კერძო ბაღებში. ნატო „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრი 1998 წელს გახდა, როდესაც თოჯინა კოკოს გახმოვანება დაიწყო, მას შემდეგ კი უკვე მრავალი წლია ყველასათვის ცნობილი „ბაბილინაა“.
ნატო: „ბავშვებთან ურთიერთობა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე დიდებთან. “ბასტი–ბუბუ“ დამეხმარა ჩემი ოცნების ახდენაში. ბავშვობაში სულ მინდოდა დიდი სახლის აშენება, სადაც უამრავი ბავშვი იცხოვრებდა და ყველას მე მოვუვლიდი.“

გიორგი ქათამაძე – დაწყებითი ჯგუფების პედაგოგი

 

 

გიორგი პროფესიით კინო–მენეჯერია, დაამთავრა „ხელოვნების მენეჯერთა უმაღლესი სასწავლებელი“, მუშაობდა მეორე არხზე გადაცემის წამყვანად, „ზღაპრის“ თეატრში, „თეატრალურ სარდაფში“, 2001 წლიდან კი იგი „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრია. გიორგი მსახიობი და დაწყებითი ჯგუფების პედაგოგია, უყვარს მოგზაურობა, მუსიკა და კინო.

ტატა ადამეცკაია – ქორეოგრაფი

 

 

 

 


ტატა პროფესიით ბალეტის მსახიობია. დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მუშაობდა ქორეოგრაფად მხატვრული ტანვარჯიშისა და აკრობატიკის სკოლაში, ასევე თოჯინების თეატრში მხატვარ–მოქანდაკედ. გაკეთებული აქვს „მელპომენესა“ და „კოკოს“ ცნობილი თოჯინები. ტატა 1997 წლიდან არის „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრი, უყვარს ბუნება, ხელოვნება და პატარა ბავშვები.
თამუნა ნიკოლაძე – ქორეოგრაფი

თამუნა ნიკოლაძე -ქორეოგრაფი

 

 

 

თამუნა „ბასტი–ბუბუს“ დაარსების დღიდან, 1992 წლიდან „ბასტი–ბუბუს“ ქორეოგრაფია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელწიფო უნივერსიტეტის კულტურულ–საგანმანათლებლო ფაკულტეტი, პარალელურად მუშაობდა მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ სკოლაში და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქორეოგრაფად.


თამუნა: „ ბასტი–ბუბუ“ ჩემთვის დიდი ოჯახია, სადაც ყველას ტკივილს თუ სიხარულს განიცდი. მინდა ბავშვებს ბედნიერ და ჯანმრთელ ქვეყანაში ცხოვრება ვუსურვო. გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს!“

პაშა სადირინი – ქორეოგრაფი

 

 

 

პაშა „ბასტი–ბუბუს“ ერთ–ერთი სტაჟიანი თანამშრომელია, იგი წლებია ჩვენი გუნდის წევრია. დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, მუშაობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში – ბალეტის მსახიობად. არის „ექსტრა გრუპის“ დამფუძნებელი და ქორეოგრაფი. აქტიურად იყო ჩართული „ევროვიზიის“ საკონკურსო პროექტებში („ევროვიზია“ 2007,2008,  „ევროვიზია ჯუნიორი“ 2007,2008,2009), ასევე „რუსთავი 2“–ის სატელევიზიო პროექტებში („ვარსკვლავების აკადემია“ 2008,2009 და „ჯეოსტარი“ 2009). პაშა ჩვენი სტუდიის ყველაზე მრავალშვილიანი პედაგოგია. უყვარს ბილიარდის თამაში და თავისუფალი დროის ოჯახში გატარება.

 

ნანა სანაძე – ქორეოგრაფი

 

 


ნანა „ბასტი–ბუბუს“ ქორეოგრაფია 1992 წლიდან. დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში ბალეტის მსახიობად და თბილისის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ბალეტის პედაგოგად. უყვარს მთაში ხეტიალი.
ნანა: „ბასტი–ბუბუ“ ჩემთვის ყველაფერია, გაიღიმეთ !!!“

ოლგა ბულატოვიჩი - ქორეოგრაფი


 

 

ოლგა 1983 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. იგი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ფლობს რამდენიმე უცხო ენას. პოლონეთის საელჩოში მუშაობის შემდეგ ქორეოგრაფიით დაინტერესდა. ჯერ თავად დაიწყო სხვადასხვა მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობა, შემდეგ ცეკვას ასწავლიდა სამოდელო სააგენტოებსი, 2012 წლიდან კი „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრია.
ოლგა: „ბასტი-ბუბუ“ ჩემთვის პირველ რიგში დიდი და თბილი ოჯახია. ეს ჯადოსნური სამყაროა, სადაც ვმოგზაურობ ბავშვებთან ერთად და ბოლოს ეს არის ჩემი სამსახური, რომელიც უსაზღვროთ მიყვარს.

ელენე ხაინდრავა - ქორეოგრაფი


 

 

 

 

 

 

ელენეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი აქვს დამთავრებული. მუშაობდა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში, 1993-2000 წლებში საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა და იქ განაგრძო ქორეოგრაფიული მოღვაწეობა, 2004 წლიდან კი იგი „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრია. უყვარს ბუნებასი დასვენება და ბაღისა და ყვავილების მოვლა.

ვაჟა ბენაშვილი – ქორეოგრაფი


 

 

 

ვაჟა პროფესიით მსახიობია. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბავშვთა გასართობ ცენტრში, კითხულობდა ლექციებს თეატრალურ კოლეჯში, იყო მეტყველების კულტურის პედაგოგი და რეკლამების სცენარების წერაშიც სცადა ბედი... 2013 წლიდან „ბასტი–ბუბუს“ სტუდიის ქორეოგრაფია და როგორც თავად ამბობს პატარა ვაჟკაცების 3 ჯგუფს ამეცადინებს.
ვაჟა: „ჩემთვის „ბასტი–ბუბუ“ არის ადგილი, სადაც სასიამოვნო, სასარგებლო და სავალდებულო ყველაზე კარგად ერწყმის ერთმანეთს და ზოგადად ეს არის ყველაზე მაგარი ადგილი ბავშვის განვითარებისთვის.“

ნინო პაიჭაძე - ქორეოგრაფი


 

 

 

 

ნინო 1992 წლის 16 ივლისს დაიბადა. იგი პროფესიით ქართული ცეკვების დამდგმელი ქორეოგრაფია, „ბასტი-ბუბუ“  კი მისთვის პირველი სამსახურია.
ნინო: „მესამე წელია აქ ვარ, მუშაობა ძირითადად 4-5 წლის პატარებთან მიწევს და ეს დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდილებაა. ძალიან მინდა ამ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდე.“

ეკა ჩიქოვანი - ვოკალის პედაგოგი

 

 

 

 


ეკა ცნობილი მომღერალი ოჯახის, ჩიქოვანების შთამომავალია, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ეროვნული საგუნდო მუსიკის განვითარება-პოპულარიზაციას. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას 1987 წლიდან ეწევა, 1995 წლიდან კი „ბასტი-ბუბუს“ სტუდიაშია და კოლექტივთან ერთად ზრუნავს პატარების საგუნდო-ვოკალური და სმენითი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
ეკა: „ბავშვებს ვუსურვებ მათი ცხოვრება სრულფასოვანმა მუსიკამ გაალამაზოს, არა მარტო ესტეთიურად, არამედ სულიერადაც.“

ეკა თევზაძე - ვოკალის პედაგოგი

 

 

ეკა სიმღერებს ბავშვობიდან წერს. „ნიჭიერთა ათწლედის“ დასრულების შემდეგ სწავლა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო. მუშაობდა პირველ არხზე მუსიკალური მიმართულებით, 2007 წლიდან კი „ბასტი-ბუბუს“ სტუდიაში და ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ვოკალის პედაგოგია. ეკა ბავშვების დიდი მეგობარია. პატარებს უსურვებს უყვარდეთ ქართული სიმღერა და ჰქონდეთ კარგი მუსიკალური გემოვნება.

რუსო მამალაძე - ქორეოგრაფი


 

 

 

რუსო პროფესიით პედაგოგ-ქორეოგრაფია. დაიბადა 1980 წლის 23 სექტემბერს, დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, შემდეგ კი კულტურის ინსტიტუტი. 1998 – 2003 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრი. დღეს რუსო პედაგოგიური მოღვაწეობით არის დაკავებული და პატარებს ბალეტს ასწავლის.

რუსო: „ბასტი-ბუბუ“ ჩემთვის არის ადგილი, რომელიც საყვარელ საქმეში თავის რეალიზების საშუალებას მაძლევს. მე თვითონ 3 შვილის დედა ვარ და ძალიან მსიამოვნებს ბავშვებთან ურთიერთობა.“

ნინო მანჯგალაძე - ვოკალის პედაგოგი


 

 

ნინო „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრი 2006 წლიდან არის. დაამთავრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ კი ივანე სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. პარალელურად ასწავლის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნაბის გიმნაზიაში. უყვარს პატარები და ხალისით ატარებს მათთან გაკვეთილებს. თავისუფალ დროს თამაშობს ჩოგბურთს.

ანუკი ცქვიტინიძე - ვოკალის პედაგოგი


 

 

 

ანუკი მუსიკოსი და კომპოზიტორია. იგი 1982 წლის 11 თებერვალს დაიბადა და სიმღერების წერა ბავშვობიდან დაიწყო. მის სიმღერები არის როგორც „ბასტი-ბუბუს“ სასწავლო პროგრამასი, ასევე ბევრი ცნობილი მომღერლის რეპეტუარში. ანუკი „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრი 2007 წლიდან არის და ბავშვებს სიმღერას ასწავლის.
ანუკი: „ბასტი-ბუბუ“ არის ბევრი სიხარული და ბედნიერი ბავშვობა“

თამარ ბაბილუა - ვოკალის პედაგოგი


 

 

 

 

თამუნა კონცერტმეისტერი, კომპოზიტორი და პიანისტია. იგი 1987 წლის 20 მარტს დაიბადა ქალაქ ფოთში, დაკვრა 3 წლის ასაკიდან დაიწყო და მუსიკალური განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო. 2011 წლიდან საქმიანობა თბილისში გააგრძელა. მუშაობდა რუსთავი 2-ის მუსიკალურ პროექტებზე, დღემდე თანამშრომლობს „თინ ქლაბთან.“ თამუნა „ბასტი-ბუბუს“ გუნდის წევრი 2013 წლიდან არის.
თამუნა: „მიყვარს ბავშვები. მე ვფიქრობ მათზე, რადგან თავად ვარ ბავშვი.“

 

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი