ნატო სულხანიშვილი (ბაბილინა) – დაწყებითი ჯგუფების პედაგოგი

ნატომ პედაგოგიური მოღვაწეობა 16 წლის ასაკიდან დაიწყო. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია (საორკესტრო ფაკულტეტი, დასარტყამი საკრავები), უკრავდა სტუდენტურ და სახელმწიფო ორკესტრებში, ჯაზ–კვარტეტში... მუშაობდა „ზღაპრისა“ და „ჩრდილების“ თეატრებში, ასწავლიდა მუსიკალურ სკოლებში, კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში და კერძო ბაღებში. ნატო „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრი 1998 წელს გახდა, როდესაც თოჯინა კოკოს გახმოვანება დაიწყო, მას შემდეგ კი უკვე მრავალი წლია ყველასათვის ცნობილი „ბაბილინაა“.
ნატო: „ბავშვებთან ურთიერთობა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე დიდებთან. “ბასტი–ბუბუ“ დამეხმარა ჩემი ოცნების ახდენაში. ბავშვობაში სულ მინდოდა დიდი სახლის აშენება, სადაც უამრავი ბავშვი იცხოვრებდა და ყველას მე მოვუვლიდი.“

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი