მარიკა აროშიძე – რეჟისორი


 

 

 

მარიკა ჯერ კიდევ მეცხრე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც „ბასტი–ბუბუს“ დაბადების დღის ცენტრში დაიწყო მუშაობა, დღეს კი იგი ჩვენი საბავშვო ტელევიზიის, BBB-ს რეჟისორია. მარიკა 1985 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, ბავშვობა „ბასტი–ბუბუში“ გაატარა შემდეგ კი სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში განაგრძო. იგი 16 წელია „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრია.
მარიკა: „ბასტი–ბუბუ“ ჩემთვის არის ბავშვობა და სახლი.“

თინათინ ჩაჩუა – რეჟისორი

 

 

თიკო „ბასტი–ბუბუს“ გადაცემების რეჟისორია 2008 წლიდან. იგი 1985 წლის 22 სექტემბერს დაიბადა, თეატრალურ უნივერსიტეტში კლიპისა და რეჟისურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი მრავალ ცნობილ რეჟისორთან მუშაობდა. თიკო ყოფილი „ბასტი–ბუბუელია“, ამიტომ „ბასტი–ბუბუ“ მისთვის პირველ რიგში ბავშვობის ბედნიერ წლებთან ასოცირდება.
თიკო : „ბასტი–ბუბუ“ არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ცხოვრება და ძალიან დიდი ოჯახი.“

ნანა მეგრელიშვილი – რეჟისორი, სცენარისტი

 

 

 


ნანა პროფესიით ჟურნალისტია. იგი 1980 წელს დაიბადა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ „ბასტი–ბუბუში“ მოვიდა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. თავიდან გადაცემების სცენარებს წერდა, ამჟამად კი ნანა BBB ტელევიზიის რამდენიმე გადაცემის რეჟისორი და სცენარისტია.
ნანა: „ბასტი–ბუბუ“ არის სახლი. რომ ვუფიქრდები, აქ უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული ვიდრე ჩემს სახლში. სხვანაირად წარმოუდგენელია, როდესაც შენი საქმე გიყვარს და მას დიდი სიყვარულით აკეთებ.“

ეკატერინე კოპალეიშვილი – რეჟისორ–მემონტაჟე


 

 

ეკა სულ რამდენიმე თვის წინ გახდა BBB ტელევიზიის რეჟისორ–მემონტაჟე. იგი 1980 წლის 9 მაისს დაიბადა, ტელე–კინო რეჟისურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა „თეატრალური სარდაფის“ ტექნიკურ რეჟისორად, ასევე რამდენიმე ტელევიზიაში გადაცემების, რეკლამების, ვიდეო რგოლების პროდიუსერად. ეკა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „სესილის“ დამფუძნებელიცაა.
ეკა: „ბასტი–ბუბუს“ ყოველთვის შევცქეროდი ეკრანიდან და ვერ წარმომედგინა თუ როდესმე ამ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდებოდი. იგი მე ბავშვობაში მაბრუნებს.“

კახა გვარამია – გრაფიკოსი


 

 

 

კახა 1965 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი რუსეთში, ელექტროობის განხრით. მთელი ბავშვობა ხატავდა, 2007 წელს „ბასტი–ბუბუში“ მოსვლის შემდეგ კი ჰობი პროფესიად იქცა.
კახა : „გარდა იმისა, რომ ეს ჩემი სამსახურია, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეგობრულ ურთიერთობებს და იმ ხალხს, ვინც აქ მუშაობს.

იოსებ მელაშვილი – მემონტაჟე


 

 

 

იოსებ მელაშვილი 1985 წლის 28 მაისს დაიბადა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა ჟურნალისტიკის სფეროში დაიწყო. იგი 2011 წლიდან „ბასტი–ბუბუს“ გუნდის წევრია დღეს კი BBB ტელევიზიაში მემონტაჟედ მუშაობს. ამბობს, რომ „ბასტი–ბუბუ“ მისთვის მხიარულებასა და გართობასთან ასოცირდება.

კახა კალანდაძე – მხატვარი/2D ანიმაცია

კახა პროფესიით ექიმია. დაიბადა 1973 წლის 29 აპრილს, დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და დღემდე წარმატებით აგრძელებს ექიმის კარიერას. პარალელურად
მან სწავლა განაგრძო ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში. დღეს კახა ხატავს და „ბასტი–ბუბუსთვის“ 2D ანიმაციებს აკეთებს.
კახა : „ბასტი–ბუბუ ჩემთვის საყვარელ საქმესთან ასოცირდება და ხალისი შემოაქვს ჩემს ცხოვრებაში.“

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი