ბასტი ბუბუს კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ბარბარობაზე

17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე, სკოლა სტუდია “მშობელთა ხიდის” უნარშეზღუდული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. აქციის “ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები” ორგანიზატორი იყო, ბიზნეს ტრეინინგების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის ჯგუფი. სტუდია “ბასტი-ბუბუ” აქტიურად ჩაერთო ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და სკოლა სტუდია “მშობელთა ხიდის” უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად გასართობი მუსიკალური ნომერი მოამზადა. ასევე “ბასტი-ბუბუს” სტუდიის პატარა აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები ცნობილ მომღერლებთან ნატო მეტონიძესთან, ეკა კახიანთან და თათია გიორგობიანთან ერთად. აქციის მონაწილეები და სტუმრები დიდი ოვაციით შეხვდნენ “პრინცესებს”. ორიგინალური და შთამბეჭდავი იყო 202-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელებისა და სტუდია “ბასტი-ბუბუს” ერთობლივი მუსიკალური კომპოზიცია “თეთრი ციდან ფიფქი ცვივა”. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ “ბზიკები”. ღონისძიების დასასრულს, “ბიზნეს ტრეინინგების ასოციაციის”საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის ჯგუფმა აქციაში გაწეული ქველმოქმედების გამო, “ბასტი-ბუბუს” სპეციალური დიპლომი გადასცა.

  

ბასტი ბუბუს საახალწლო საქველმოქმედო საჩუქარი

31 დეკემბერს ღამით, ბასტი ბუბუ “ლიდერის” ჯგუფი “შატალო” ახალ წელს შეხვდა თავის თანატოლებთან ერთად დიღმის ბავშვთა სახლში.

საღამო თბილისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და მას თბილისის მერი, გიგი უგულავაც დაესწრო.

“შატალომ” დაუვიწყარი საღამო აჩუქა არა მარტო ზრუნვას მოკლებულ თანატოლებს, არამედ ყველას, ვინც ამ საღამოს დაესწრო.

  

 

2006-2007 წ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს კონკურსი

 

2006-2007 წლებში განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ბასტი-ბუბუმ თვის თავზე აიღო სოციალურად დაუცველი, ინვალიდი, თავშესაფარში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების პატრონობა... ასეთი ოჯახებისთვის მრავალი აქცია ჩატარდა...

 სტუმრად სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლზე "მტირალა".


ექსკურსია მარტყოფის მამათა მონასტერში ...


სტუმრად ბასტი-ბუბუს სტუდიაში. "ბასტი-ბუბუ"-მ სტუმრებს ერთი ხალისიანი დღე მოუწყო და საჩუქრები მოუმზადა.


ქოთნები რუსუდანისთვის. "ბასტი-ბუბუ"-ს ბავშვებმა თავიანთი ხელით მოხატული ქოთნები აუქციონზე გაყიდეს და დიაბეტით დაავადებული რუსუდანისთვის წამლის ფული შეაგროვეს.


დუშეთის ბავშვთა სახლი

ბასტი-ბუბუ, პრო-კრედიტ ბანკისა და სკოლა  ,ჯეჯილის" წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის ბავშვთა სახლს ესტუმრა.. ბასტი-ბუბუმ ბავშვებს საბავშვო ბიბლიოთეკა მოუწყო. ბავშვებმა ასევე საჩუქრად მიიღეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. 


ბასტი-ბუბუმ და საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია "დიამ" თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცა.

 


თავშესაფარში მცხოვრები მერიკო ბასტი-ბუბუს სტუდიაში 4 წელია სწავლობს და დღითიდღე წარმატებას აღწევს. 

მერიკო ძალიან უყვარს თავის მეგობრებს. დაბადების დღე მიულოცეს , საახალწლო საჩუქრებიც უკივე მოუმზადეს.


სტუდიის ბავშვები ყოველ ახალ წელს საჩუქრებს უმზადებენ ბავშვთა სახლში მცხოვრებ თანატოლებს.


"ბასტი-ბუბუ"-მ მონაწილეობა მიიღო ასოციაცია "ლიბერტას" მიერ შემოთავაზებულ პროექტში "მომავლის ხე". შეზღუდული შესადძლებლობების მქონე ბავშვების მიერ დამზადებულ ქოთნებში ჩაირგო ნაძვის ნერგები და საახალწლოდ შეიძინა "ბასტი-ბუბუ"-მ. სადღესასწაულო დღეების დამთავრების შემდეგ ნერგები გადაირგო სატყეო მეურნეობის მიერ მონიშნულ ტერიტორიაზე.

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი