ბასტი ბუბუს კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ბარბარობაზე

17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე, სკოლა სტუდია “მშობელთა ხიდის” უნარშეზღუდული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. აქციის “ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები” ორგანიზატორი იყო, ბიზნეს ტრეინინგების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის ჯგუფი. სტუდია “ბასტი-ბუბუ” აქტიურად ჩაერთო ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და სკოლა სტუდია “მშობელთა ხიდის” უნარშეზღუდულ ბავშვებთან ერთად გასართობი მუსიკალური ნომერი მოამზადა. ასევე “ბასტი-ბუბუს” სტუდიის პატარა აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები ცნობილ მომღერლებთან ნატო მეტონიძესთან, ეკა კახიანთან და თათია გიორგობიანთან ერთად. აქციის მონაწილეები და სტუმრები დიდი ოვაციით შეხვდნენ “პრინცესებს”. ორიგინალური და შთამბეჭდავი იყო 202-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელებისა და სტუდია “ბასტი-ბუბუს” ერთობლივი მუსიკალური კომპოზიცია “თეთრი ციდან ფიფქი ცვივა”. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ “ბზიკები”. ღონისძიების დასასრულს, “ბიზნეს ტრეინინგების ასოციაციის”საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის ჯგუფმა აქციაში გაწეული ქველმოქმედების გამო, “ბასტი-ბუბუს” სპეციალური დიპლომი გადასცა.

  

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი