2006-2007 წ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს კონკურსი

 

2006-2007 წლებში განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ბასტი-ბუბუმ თვის თავზე აიღო სოციალურად დაუცველი, ინვალიდი, თავშესაფარში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების პატრონობა... ასეთი ოჯახებისთვის მრავალი აქცია ჩატარდა...

 სტუმრად სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლზე "მტირალა".


ექსკურსია მარტყოფის მამათა მონასტერში ...


სტუმრად ბასტი-ბუბუს სტუდიაში. "ბასტი-ბუბუ"-მ სტუმრებს ერთი ხალისიანი დღე მოუწყო და საჩუქრები მოუმზადა.


ქოთნები რუსუდანისთვის. "ბასტი-ბუბუ"-ს ბავშვებმა თავიანთი ხელით მოხატული ქოთნები აუქციონზე გაყიდეს და დიაბეტით დაავადებული რუსუდანისთვის წამლის ფული შეაგროვეს.


დუშეთის ბავშვთა სახლი

ბასტი-ბუბუ, პრო-კრედიტ ბანკისა და სკოლა  ,ჯეჯილის" წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის ბავშვთა სახლს ესტუმრა.. ბასტი-ბუბუმ ბავშვებს საბავშვო ბიბლიოთეკა მოუწყო. ბავშვებმა ასევე საჩუქრად მიიღეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. 


ბასტი-ბუბუმ და საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია "დიამ" თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცა.

 


თავშესაფარში მცხოვრები მერიკო ბასტი-ბუბუს სტუდიაში 4 წელია სწავლობს და დღითიდღე წარმატებას აღწევს. 

მერიკო ძალიან უყვარს თავის მეგობრებს. დაბადების დღე მიულოცეს , საახალწლო საჩუქრებიც უკივე მოუმზადეს.


სტუდიის ბავშვები ყოველ ახალ წელს საჩუქრებს უმზადებენ ბავშვთა სახლში მცხოვრებ თანატოლებს.


"ბასტი-ბუბუ"-მ მონაწილეობა მიიღო ასოციაცია "ლიბერტას" მიერ შემოთავაზებულ პროექტში "მომავლის ხე". შეზღუდული შესადძლებლობების მქონე ბავშვების მიერ დამზადებულ ქოთნებში ჩაირგო ნაძვის ნერგები და საახალწლოდ შეიძინა "ბასტი-ბუბუ"-მ. სადღესასწაულო დღეების დამთავრების შემდეგ ნერგები გადაირგო სატყეო მეურნეობის მიერ მონიშნულ ტერიტორიაზე.

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი