“ბასტი–ბუბუ“ ესპანეთის მუსიკალურ ფესტივალზე

„ბასტი–ბუბუს“ ბავშვები ესპანეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებიან. ფესტივალს “Sea, Sun Festival” ქვია და მას ორგანიზაცია „ფიესტალონია“ აწყობს. „ბასტი–ბუბუ“ საკონკურსო კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. 7–8 წლის ბავშვებისგან დაკომპლექტებულ 16 კაციან გუნდს „ბასტი–ბუბუს“ მუსიკალური ხელმძღვანელი მაკა აროშიძე ამზადებს. ფესტივალზე გუნდი 2 სიმღერას წარადგენს. პირველი სიმღერა „მგზავრულია“ ეროვნულ მოტივებზე, მეორე კი ინგლისური ჰიტი. „ბასტი–ბუბუ“ ესპანეთში 30 აპრილს გაემგზავრება, „Sea, Sun Festival“კი სტარტს 5 მაისს აიღებს.

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი